თსუ-ში კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ გაიხსნა
საზოგადოება - 17:42, 13 Oct, 2017     1360
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისა და აკადემიკოს ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს იმ მკვლევრებს, მეცნიერებს, ვინც მუშაობს ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე. „წელს ბევრი მკვლევარი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან. გვყავს სტუმრები ყაზახეთიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან. არის ძალიან მაღალი ინტერესი და იმედია, რომ გავეცნობი ბევრ ახალ საინტერესო კვლევას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნის დღიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კავკასიურ ენებს, განსაკუთრებით ოსურს და აფხაზურს. ეს არის უწყვეტი ტრადიცია და ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ აღნიშნა, კონფერენციის მიმართ დაინტერესება თანდათან ფართოვდება და მოიცავს მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომელიც საერთოა ქართველი და უცხოელი მეცნიერებისათვის. „საერთო თემები გვეხმარება, რომ უფრო ღრმად შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ის საკითხები, რომლებიც დღეისათვის მეტად საინტერესოა მეცნიერებისათვის“,-განაცხადა ნაირა ბეპიევამ.

სამდღიანი კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენლები იტალიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ყაზახეთიდან და სხვა. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

„ჩემთვის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოსურ და ქართულ ენებს ვსწავლობ, ძალიან მაინტერესებს ოსურ-ქართული ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ოსური და ქართული ენის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო კულტურული კონტაქტები“,-აღნიშნა იტალიელმა პროფესორმა ვიტორიო სპრინგფილდ ტომელერიმ.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა ,,ქართულ-ოსური ურთიერთობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’. გამოფენაზე სადაც წარმოდგენილი იყო ოსური ენის სახელმძღვანელოები, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები, ქართულ-ოსური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ამსახველი თანამედროვე ლიტერატურა და გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მათ შორის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის ნაშრომები ოსური ენის გრამატიკაზე. ასევე თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა - „აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი - ოსური ენის მკვლევარი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42