"ლიკა ჩემთვის იყო ღვთაება. ის ებრძოდა თავის ძლიერ დემონებს და სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა ეს ყველაფერი" - ია ფარულავა
საზოგადოება - 18:20, 12 Oct, 2017     25638
მსახიობი ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას "იბერიას" ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის ქავჟარაძის ფანი .
ია ფარულავას თქმითვე, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ლევან უჩანეიშვილს თავად შეატყობინა, რომელმაც ემოციური წერილი მიუძღვნა ლიკას ხსოვნას.


"სიტყვები არ მყოფნის. მე ვიყავი ლიკას ფანატი ბავშვობიდან, მე ვაგროვებდი მის ფოტოებს, ჩემი ოცნება იყო ლიკა ოდესმე გამეცნო და მოგვიანებით ეს ოცნება ავიხდინე. ლიკა ჩემთვის იყო ღვთაება. მე არ მეგულება ქალი, რომელიც ოდესმე დაბადებულა ან დაიბადება საქართველოში, რომელსაც მსგავსი სალამაზე ჰქონდა, ღმერთისგან ბოძებული.


რა თქმა უნდა ჩვენ ლიკას გავუფრთხილდით, ჩვენ ყველანი, მაგრამ ლიკას ჰქონდა თავისი პრობლემები, რომელსაც არ მალავდა და ვიცოდით ამის შესახებ. ეს ერთგვარი სტიგმაა და არ ვსაუბრობდით ამის შესახებ, მაგრამ ის ვაჟკაცურად ებრძოდა , მარტო ებრძოდა ამ ყველაფერს, მეგობრობის გარემოცვაშიც, მაგრამ ვაჟკაცურად გაქაჩა ამ გოგომ ამდენი წელი, ასეთ დაავადებასთან ბრძოლაში. თავისი თავი გამოხატა იგივე ხატვაში თუ ა.შ.

მან საოცარი, ეპოქალური როლი შექმნა მარიტას სახით. მან ამით თავისი სიტყვა უკვე თქვა.

რაც შეეხება მასზე ზრუნვას, ზოგადად უჭირს ქართულ კინოს. ლიკას სურდა ფილმებში მონაწილეობა , მაგრამ ვფიქრობ ეს არი იყო მთავარი, ლიკა ებრძოდა თავის ძალიან ძლიერ დემონებს და სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა ეს ყველაფერი.

გუშინ ველაპარაკე ლევან უჩანეიშვილს. მე ვიყავი მაცნე ამ საშინელი ამბისა. ლევანი ნამდვილი ჭირისუფალია, ის ამ დრომდე ვერ მშვიდდება , ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მოთქვამს და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ რაღაც დავაკელით და არ გავუფრთხილდით იმ ღვთაებრივს, რაც საქართველოს ღმერთმა გვაჩუქა" - განაცხადა ია ფარულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42