თსუ-ს სტუდენტები ვორქშოფში „მოქალაქეების მომავალი-ევროპის მომავალი“ მონაწილეობენ
საზოგადოება - 16:55, 12 Oct, 2017     715
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ორდღიან საერთაშორისო ვორქშოფში „მოქალაქეების მომავალი - ევროპის მომავალი“ მონაწილეობენ, რომელიც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიხსნა.

ღონისძიებას საერთაშორისო მოძრაობა „ევროპის სულისთვის” (A Soul for Europe) ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდის კავკასიის ადგილობრივ ფილიალთან-„კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიურო“, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ატარებს;

ვორქშოფებს მოდერირებას უწევს მოძრაობის „ევროპის სულისთვის“ სტრატეგიული ჯგუფის 3 უცხოელი წევრი და ერთი ადგილობრივი ექსპერტი, რომელთაც ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის ფართო გამოცდილება აქვთ.

პროექტის შედეგად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩართვებიან ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში; ახალგაზრდები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობისების წარმომადგენლები მოისმენენ წამყვანი ევროპელი ინტელექტუალების ლექციებს; ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ევროპული კულტურული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ვორკშოფების შედეგად საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება ყველაზე აქტიური ახალგაზრდების შერჩევა, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მოძრაობა „ევროპის სულისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ბერლინში 9-11 ნოემბერს.

ვორქშოფის ფარგლებში 14 ოქტომბერს, 11:00 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო შეხვედრა ფართო საზოგადოების მონაწილეობით, სადაც განიხილება ევროპის მომავლისთვის საჭირო საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42