მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.
მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. ინტერნეტშილიკა ქავჟარაძის ძველი ინტერვიუებიც გავრცელდა, გაიხსენეს სხვადასხვა დროს მასზე ცნობილი ადამიანების მიერ ნათქვამი ფრაზებიც.
"ნატვრის ხე" ლიკას ყველაზე წარმატებული ფილმი აღმოჩნდა, რომელშიც ზაზა კოლელიშვილთან და სოსო ჯაჭვლიანთან ერთად თამაშობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი ზაზა კოლელიშვილი იხსენებს, რომ ორივეს ლიკა უყვარდა.
„მეც და სოსო ჯაჭვლიანმაც ვიცოდით, რომ ორივეს ლიკა გვიყვარდა, მაგრამ მისთვის არც ერთს არ გვითქვამს. თან მერე გავიგეთ, რომ ლიკას საქმრო ჰყავდა და ამიტომ იძულებულები გავხდით, ჩვენი სიყვარული რაინდულად გულში შეგვენახა" - ზაზა კოლელიშვილი.
11 ოქტომბერს, ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






