თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა ,,უნი-ვერსია” რეგიონულ ტელევიზიებში გავა
საზოგადოება - 11:00, 12 Oct, 2017     1122
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია-ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი _ ,,უნი-ვერსია” 14 ოქტომბრიდან საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხებით გავა და თსუ- ს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივლისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის, რომელსაც თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მოაწერეს ხელი. შეთანხმებისამებრ, უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული გადაცემები (,,უნი-ვერსია”) განთავსდება ტელეკომპანიებში _ ,,რიონი”, ,,TV გურია”, ,,მეცხრე ტალღა”, ,,დია”, ,,ფარვანა”, მარნეული TV”, ,,გურჯაანი TV”, ,,ჯიხა TV”, ,,TV 25”, ,,ოდიში”, ,,ეგრისი TV”, ,,არგო TV”.

გადაცემათა ციკლის ეთერში განთავსებისთვის მზაობას აცხადებენ, ასევე, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, გურიის, ფოთის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ის არხებიც, რომლებიც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები აღარ არიან. ასევე, მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები. ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42