დღეს თსუ-ში პროექტის "თსუ ინოვაცია" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
საზოგადოება - 09:53, 12 Oct, 2017     553
12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „თსუ ინოვაცია“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სტუდენტ ფიზიკოსთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, საუკეთესო 8 პროექტი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინება.

სპეციალურმა ჟიურიმ წარმოდგენილი პროექტებიდან სამი საუკეთესო შეარჩია. კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი სამ გუნდზე განაწილდა.

„თსუ ინოვაცია“ სტუდენტური პროექტია, რომლის მიზანიც ინოვაციური იდეების წახალისება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებაა. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფულადი პრიზის მოპოვების პარალელურად გამოფენაზე თავიანთი იდეები პოტენციურ ინვესტორებსა და დამსაქმებლებს გააცნონ და მათი განხორციელებისთვის შესაბამისი დაფინანსება მოიპოვონ. გამოფენაზე წარმოდგენილ პროექტებს შორის რამდენიმე აპლიკაციაა, რომლის დახმარებითაც გამარტივდება ტვირთების გადაზიდვა, ღონისძიებების დაგეგმვა, ენის შესწავლა და საცობით გადატვირთულ ქალაქში გადაადგილება, სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური ძრავის იდეაც, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავებსა და კოსმოსურ ძრავებში გამოიყენონ.

ახალგაზრდული ინიციატივების წახალისებისა და სტუდენტებში სამეცნიერო მიმართულების გაძლიერების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური პროექტების დაფინანსებას ახორციელებს, სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა პროექტი „თსუ ინოვაცია“.

მისამართი:ი.ჭავაჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42