2018 FIFA World Cup - 23 საფეხბურთო ნაკრები უკვე გასულია, გასარკვევია 9
სპორტი - 17:22, 11 Oct, 2017     6040

ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 23 ნაკრები უკვე გასულია, გასარკვევია 9 გამსვლელის ვინაობა

ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ შემდეგ ქვეყნებს : რუსეთი, ბელგია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ისლანდია, პოლონეთი, სერბეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა, კოლუმბია, იაპონია, სამხრეთი კორეა, ირანი, საუდის არაბეთი, კოსტა-რიკა, მექსიკა, პანამა, ეგვიპტე, ნიგერია

9 გუნდი კი შემდეგი ქვეყნებიდან უნდა გამოვლინდეს: პერუ, შვეიცარია, ხორვატია, დანია, ჩრდილოე ირლანდია, შვედეთი, ირლანდია, ტუნისი, სენეგალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავსტრალია, საბერძნეთი, მაროკო, ბურკინა- ფასო, კოტ დ’ივუარი, კაბო ვერდე, ჰონდურასი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო გუნდი ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1-ელ დეკემბერს, კრემლში გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ წილისყრისას პირველ კალათაში იქნებიან რუსეთი, ბრაზილია, ბელგია, გერმანია, არგენტინა, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი.

საინტერესო იყო საკვალიფიკაციო ციკლი სამხრეთ ამერიკის ზონაში. ხუთ მატჩს შორის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, კრიზისში მყოფი არგენტინის ნაკრების მუნდიალზე გასვლაა - ეროვნულ გუნდს მხსნელად ისევ და ისევ ლიონელ მესი მოევლინა.

ყველაფერი საკუთარ თავზე ლიონელ მესიმ აიღო - სუპერვარსკვლავმა კაპიტანმა პირველივე ტაიმში, მე-11 და მე-18 წუთებზე დუბლი გაიფორმა, მეორე ნახევრის 62-ე წუთზე კი ჰეთ-თრიქი შეასრულა და უდიდესი საფეხბურთო წარსულის მქონე ქვეყნის ეროვნულ გუნდს მუნდიალის საგზური მოუპოვა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონიდან, არსებობის ისტორიაში პირველად პანამა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევროპულ ქვეჯგუფებში კი მთავარი მოვლენა ისლანდია გახდა, არსებობის ისტორიაში პირველად, ისლანდიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42