კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 12 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ვაკის და საბურთალოს რაიონები
ელექტროქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 02 საათიდან 06 საათამდე 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ბაგების დასახლების, ვერეს ხევის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, შავგულიძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის, ანჯაფარიძის, მინდელის, ნუცუბიძის, იოსელიანის, შავიშვილის, თოფურიას, ფხაკაძის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის, ჩოხელის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






