საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქოში ჯერჯერობით არ საუბრობენ თუ რა საკითხები იყო განხილული
მართალია წმინდა სინოდი წლიწადში 2 ჯერ იმართება, თუმცა დღეს გასამართი სხდომა მოულოდნელად ჩაიანიშანა. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საუკუნის საქმე და დეკანოზ მამალაძის საკითხი იყო.
ჩვენი ინფორმაციით, პირობა არსებობდა, რომ სხდომაზე ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ არ უნდა ესაუბრათ, თუმცა რამდენიმე ეპისკოპოსი წმინდა სინოდზე დეკანოზის საკითხს და საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბარს გეგმავდნენ.
"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, ეპისკოპოსებს შესვლის წინ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ დეკანოზ მამალაძის საკითხზე საკმაოდ ხმაურიანი საუბარი იყო. სხდომის დასურლების შემდეგ მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელივან საკითხზე იყო საუბარიო.
არსებული ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს და დეკანოზ მამალაძის საკითხს შეისწავლის, თუმცა ეს მოხდება საეკლესიო წესების დაცვით.
მასალის გამოყენების პირობები






