,,დედა ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და კლინიკიდან გაიქცა... მარის 5 ოპერაცია აქვს გადატანილი“ - პატარა მარის საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 18:42, 10 Oct, 2017     14238
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადება მშობლებისთვის ძალიან დიდ სტრესს წარმოადგენს – ელოდებოდი სიხარულს და უცებ თავს უზარმაზარი პრობლემები დაგატყდება. ყველაზე საშინელი კი ის არის, როდესაც ხვდები, რომ ეს ტვირთი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო...

7 წლის მარიამ დარსანიას სიარული არ შეუძლია. მას დაბადებიდან რამდენიმე სერიოზული დაავადება აწუხებს, რომელთა ბოლომდე განკურნება შეუძლებელია.

როდესაც მარიამის დედა მასზე ორსულად იყო, ექიმებმა ურჩიეს ბავშვი მოეშორებინა, რამეთუ მას მძიმე და უნუგეშო დიაგნოზი დაუსვეს. მაგრამ, ნანას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, იგი ვერ მოკლავდა საკუთარ შვილს და კლინიკიდან გაიქცა…

მარის 5 ოპერაცია აქვს გადატანილი, თავში შუნტი აქვს ჩადგმული... დღეს ის ძალიან მომხიბლავი და საყვარელი გოგონა, რომლის სახიდან ღიმილი არ ქრება. იგი მღერის, იცის ლექსები, უყვარს თოჯინებთან თამაში, თუმცა სიარული არ შეუძლია, მხოლოდ მუხლებით დახოხავს, რადგან ტერფის ატროფია არ აძლევს ამის საშუალებას… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მარი წელს სკოლაში მაინც წაიყვანეს!

ოჯახი, სადაც ეს ბავშვი იზრდება, სოციალურად დაუცველ კატეგორიას წარმოადგენს. ბავშვის მშობლებს ქირით აქვთ აღებული ბინა, რადგან საკუთარი გაყიდეს შვილისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ. მიზერული სოციალური შემწეობა და ერთჯერადი შემოსავლები არ იძლევიან ბავშვის შესაბამისი მოვლის საშუალებას. პატარა მარის სჭირდება ყავარჯენი, სპეციალური ფეხსაცმელი, მუხლების ფიქსატორი, სავარჯიშო დანადგარი, აგრეთვე მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ მარიამ დარსანიას, რათა მან შესძლოს გავლა და ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა, ნუ დაგენანებათ მისთვის შესაწირის გაღება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ დარსანია) ან პირდაპირ გადარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/227-darsania/

თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.

განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:

032 219 33 21

+995 577 92 40 45

(გადახდის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენ იმისთვის ვართ ამ ქვეყნად, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე ვაკეთოთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42