ვაკის პარკში იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ამ ეტაპზე გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად აზიური ფაროსანაა რთულია. მისივე თქმით, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა და მწერის სახეობის განსაზღვრის შემდეგ შესაბამსი ზომები გატარდება .
„საქართველოშ დაახლოებით 24 სახის ანალოგიური მწერია, რომელიც ძალიან ჰგავს ფაროსანას, თუმცა ამ სახეობებს თავისი ბუნებრივი მტრები ჰყავს და ამით რეგულირდება და ზარალს არ აყენებენ. ეს ახალი სახეობა კი რომელიც საქართველოში სულ რამდენიმე წელია შემოსულია, მათ ბუნებრივი მტრები არ ჰყავთ და ისინი სასოფლო სამეურნეო კულტურებს აზიანებენ. დღეს ჩამოვკიდეთ ფერომონი ვაკის პარკში, რომელიც არის სპეციფიკური ამ სახეობის მიმართ, მასზე მოთავსებულ მწერებს ჩაუტარდებათ ლაბორატორიული ანალიზი, რომლის შედეგადაც დავასკვნით ეს ის სახეობაა, რომელსაც ვეძებთ თუ არა.“- განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.



მასალის გამოყენების პირობები






