ორდღიანი ფესტივალი ბათუმში გუშინ დასრულდა. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობდა. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იყო წარმოდგენილი. სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია დაწარმოჩენაა. ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. სტუმრებს საშუალება ქონდათჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.
დღის ბოლოს კი ფესტივალი ჯგუფ „ფრანის“ კონცერტით დასრულდა.
ფესტივალი წელს ხალხმრავლობითა და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.
მასალის გამოყენების პირობები






