ევროპული ლიცენზირება ქართველი ექიმებისათვის საქართველოშივე გახდება შესაძლებელი
საზოგადოება - 11:11, 07 Oct, 2017     1537
დღეს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპის უროლოგიის საბჭოს (European Board of Urology) სესია შედგა. გასვლით სხდომას თბილისში საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ უმანსპინძლა, რომლის წარმომადგენლები არჩილ ჩხოტუა და გიორგი მანაგაძე დღეისათვის ევროპის საბჭოს დელეგატები არიან.

ევროპის უროლოგიის საბჭო , სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ყოველწლიურად იკრიბება, მომდევნო წლის განვითარების გეგმებისა და პერსპექტივების განსახილველად. საქართველოს უროლოგთა ასოციაციას, როგორც საბჭოს აქტიურ წევრ ორგანიზაციას წელს განსაკუთრებული პატივი ხვდა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში უმასპინძლოს ამ მეტად პრესტიჟულ ღონისძიებას.

ღონისძიებას ევროპის უროლოგიის საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი - იან ნავროცკი, საბჭოს მომავალი პრეზიდენტი არნალდო ფიგუერეიდო და აღმასრულებელი დირექტორი ვილმა გიტმალი, 50-მდე ევროპელ დელეგატთან ერთად ეწვია.

ევროპის უროლოგიის საბჭოს (European Board of Urology) სესიაზე მთავარ საკითხად საქართველოში პოსტდიპლომური განათლების სისტემის რეფორმირება განიხილეს. საქართველოს უროლოგთა ასოციაციას, ევროპის უროლოგიის საბჭოსთან ერთად, შემუშავებული აქვს კონკრეტული წინადადებები რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ჩვენს ქვეყანაში უროლოგიის სწავლებისა და სერტიფიცირების პროცესი. პირველად ქართული მედიცინის იტორიაში შესაძლებელი ხდება ქართველ სპეციალისტთა ევროპული ლიცენზირება საქართველოშივე. ნოვაცია, რომლის შემდეგაც ქვეყანა ევროპული სტანდარტების შესაბამის სპეციალისტებს მიიღებს, მნიშვნელოვანია არა მარტო უროლოგიის დარგის სპეციალისტებისათვის ასევე სამედიცინო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვისაც.

ღონისძიება 2 დღეს გასტანს და იგი სამუშაო პროცესის გარდა ევროპის საბჭოს-ს სხვადასხვა კომიტეტებში (საგამოცდო, აკრედიტაციისა და სერთიფიკაციის კომიტეტებში) სხდომებსაც მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42