ქართული შრიფტი გრანშანის არალათინური შრიფტების საერთაშორისო კვირეულზეა წარდგენილი
საზოგადოება - 11:05, 06 Oct, 2017     4649
გრანშანის (GRANSHAN) არალათინური ფონტების და ტიპოგრაფიის კვირეულზე, რომელიც წელს ერევანში იმართება, ქართველი ტიპოგრაფიკოსების ნამუშევრები პირველად იქნება წარმოდგენილი.

ნამუშევრების გამოფენაზე წარდგენა ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ორგანიზებითა და თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირეულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი შრიფტები, მათ შორის ხელით შესრულებული და პოლიგრაფიული შრიფტისა და ფონტების ნიმუშები.

ნამუშევრებს გრანშანის კვირეულზე გრაფიკოს-დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი წარადგენს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციის გამართვაც, სადაც ტიპოგრაფიის თემაზე კვლევები იქნება წარმოდგენილი. კონფერენციას წელს 40-მდე მკვლევარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. შრიფტის დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი გიგა ხატიაშვილი კონფერენციაზე ისაუბრებს ქართული შრიფტის წარმომავლობაზე, მის განვითარებასა და პრობლემატიკაზე, ასევე თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად შესახებ.

გრანშანის მიზანს არალათინური შრიფტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ არამარტო ისეთი დამწერლობები, რომლებიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, არამედ ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იყენებს და მივიწყების საფრთხის წინაშეა.

კვირეულის ფარგლებში, კონკურსისა და კონფერენციის გარდა გაიმართება ფონტების გამოფენა და საუკეთესო ფონტების გამოვლენის ღონისძიება.

წელს გრანშანის საიუბილეო თარიღია და მისი დაარსებიდან 10 წელი აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42