საქართველოს ქირურგთა 1 საერთაშორისო კლინიკური კონგრესი - „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“
საზოგადოება - 20:41, 05 Oct, 2017     1104
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკური კონგრესის „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შრომის, ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, საქართველოს წამყვანი ქირურგები, საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეები, უცხოელი კოლეგები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, ქირურგთა საერთაშორისო კონგრესი არის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება ქირურგებისთვის, რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის ახალი ნოვაციების გაზიარებისთვის, საკუთარი ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. „1918 წელს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან, დასაბამი მიეცა უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორიას საქართველოში. დღეს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ექიმთა დიპლომისშემდგომი სპეციალიზაციის 11 პროგრამა, ინგლისურენოვანი პროგრამები, აქტიურად ვთანამშრომლოთ ბევრ უცხოურ უნივერსიტეტთან და კლინიკასთან. თბილისის სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ეს ფორუმიც კარგი საშუალებაა უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის, ინოვაციების წარმოჩენისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა და დასძინა, რომ მომავალ წელს თსუ-ს იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების კიდევ ერთი კვლევითი ლაბორატორია შეემატება მედიცინის მიმართულებით.

„ჯანდაცვაში ფინანსური დაცულობის და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექიმთა კვალიფკაციას ენიჭება - მათ შორის, მომავალი ექიმების, სტუდენტების კვალიფიკაციას. უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ასეთი ტიპის კონგრესები. ეს იმის მაჩვენებელია, რამდენად დიდი დაინტერესებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, კოლეგების მხრიდან საქართველოში მედიცინის განვითარების,“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

კონგრესის პრეზიდენტის, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის, თსუ პროფესორის მერაბ კილაძის ინფორმაციით, გაიმართება სამუშაო პლენარული სესიები, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა ქირურგებს და სტუდენტებს აიმაღლონ კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, მოისმინონ სიახლეები დიაგნოსტიკის, ოპერაციების დარგში; დაიგეგმოს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, სტაჟირებები, ერთობლივი დოქტორანტურები, ერთობლივი ტრენინგები. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლებას.

კონგრესის მონაწილის, დიდი ბრიტანეთის იმპერიალ კოლეჯის მთავარი ქირურგის ნადეი ჰაკიმის თქმით, კონგრესში ამ დარგის ბევრი ცნობილი და გამოჩენილი სპეციალისტი მონაწილეობს საქართველოდან და უცხოეთის ქვეყნებიდან. „ჩვენ შევძლებთ უკეთ დავინახოთ, თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ ამ დარგში და ასევე, მოხდება ევროპული გამოცდილების გაზიარება,“- აღნიშნა ნადეი ჰაკიმმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ქართულ მხარესთან საკამაოდ წარმატებულია და ამ თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი გახდება სტუდენტების მონაწილეობა ერთობლივ გაცვლით პროექტებში.

კონგრესის ორგანიზატორია საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს ექიმთა ასოციაცია. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე, თსუ პროფესორი გია ლობჟანიძე. საქართველოს ქირურგთა I საერთაშორისო კლინიკურ კონგრესზე, რომელშიც ქართველ ქირურგებთან ერთად მონაწილეობს 12 ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტი, 3 დღის განმავლობაში განიხილება საკითხები ზოგად ქირურგიაში, სისხლძარღვთა ქირურგიაში, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, თავისა და კისრის ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიშია, ტრანსპლანტაციასა, ინტერვენციულ რადიოლოგიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42