კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 6 ოქტომბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის, თრიალეთის, საცხენისის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






