საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
განათლება - 14:21, 04 Oct, 2017     1943
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტების რეგისტრაცია დღეიდან, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან დაიწყო. დაინტერესებულ პირებს საბუთების შეტანა 15 ოქტომბრამდე შეეძლებათ. ჩარიცხვის წინაპირობაა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგები.

ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სადაც სწავლება 100%-ით სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 4 პროფესიულ პროგრამას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს:

- მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი

- სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი

- მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი

- მექატრონიკის ტექნიკოსი

სწავლების ხანგრძლივობა სპეციალობების შესაბამისად, 12-დან 24 თვემდეა. თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში. სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

პროფესიული განათლების დიპლომის პარალელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანთაქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვ.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42