ხელვაჩაურის რაიონში წელწადნახევრის წინ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრებსა და ამ ინციდენტში მონაწილე კახა კახიძის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. გოგიტიძეებმა კახიძის ოჯახს საცხოვრებელ სახლში შესვლა და მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრის ბინაში დასვენების უფლება არ მისცეს, მათი თქმით კახა კახიძე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მისმა ოჯახმა კი საცხოვრებელი სახლი უნდა დატოვოს.
ინციდენტის გამო ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით მათ კახიძეების ოჯახის წევრები ადგილიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში, 14 წლის ანრი გოგიტიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი 2016 წლის აპრილის თვეში იპოვეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ბავშვი თანატოლმა მოკლა. მათი თქმით ამ ინციდენტში კახა კახიძეც მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






