თსუ-ში ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის I საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
საზოგადოება - 14:02, 04 Oct, 2017     1015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი "შარდ-სასქესო სიტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები" გაიმართა.

ღონისძიება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, „ემ-ემ-ტე“ ჰოსპიტლის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა გახსნეს.

„კონგრესს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, განხორციელდება ჩართვა შეერთებული შტატებიდან, სადაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება მოხდება; ვნახავთ რობოტს, რომელიც ატარებს ოპერაციას. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციას, რომელიც იყო ამ ძალიან საინტერესო შეხვედრის ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. რამდენიმე დღე გაგრძელდება მუშაობა და ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ კონფერენციაში,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს და რეგიონის წამყვანმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა (აშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო). წარმოდგენილი იქნა 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში, მოხდა ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონტრირება - პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს დაესწრო 200-მდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გურამ ქარაზანაშვილის თქმით, „საქართველოს ონკოლოგიური უროლოლოგიის ასოციაცია არის მულტიდისციპლინალური ასოციაცია, რომელიც აერთიანებს მრავალი სხვადასხვა სპეციალობის ექიმს და მეცნიერს, რომლებიც ებრძვიან შარდ-სასქესო სისტემის კიბოს. იმართება ძალიან მასშტაბური, მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირეულებების მქონე ღონისძიება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კონფერენცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სპეციალისტებზე და ონკოლოგიის და ონკოლოგიური უროლოგიის განვითარებაზე.“

კონგრესი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42