მიუხედავად იმისა, რომ მუხლზე მიღებული დაზიანების გამო იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასასრულს უწინასწარმეტყველებდნენ, მან ძალების აღდგენა საოცარი სისწრაფით შეძლო და "მანჩესტერ იუნაიტედმაც" 1 წლიანი კონტრაქტი ისევ გაუფორმა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ჟოზე მაურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მის დაბრუნებას სეზონის მეორე ნახევარში ელოდება.
„როდესაც მე მინდორზე ფეხბურთის სათამაშოდ დავბრუნდები, ვიქნები უკეთესი ვიდრე ადრე. მე არ დავბრუნდები იმის გამო, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ. მე დავბრუნდები იმისთვის, რომ ჩემი ძველი „მე“-ს გაუმჯობესებული ვერსია გავხდე. წარმოიდგინეთ ეს რა იქნება“- ასეთ პირობას აძლევს შვედი ვარსკვლავი თაყვანისმცემლებს.
იბრაჰიმოვიჩმა 2016/17 წლის სეზონზე 46 მატჩში ითამაშა და 28 გოლი გაიტანა, მანამდე ვიდრე მუხლის ტრავმას მიიღებდა და სეზონს ნაადრევად დაასრულებდა. ზლატანმა, რომელმაც პროფესიონალური კარიერა "მალმოში" 1999 წელს დაიწყო, ჩემპიონატების მოგება 4 სხვადსხვა ლიგაში შეძლო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი გარდა მისი გამორჩეული საფეხბურთო სტილისა, მედიის ყურადღების ცენტრში მისი გამონათქვამების გამოც ძალიან ხშირად ხვდება, ფეხბურთის ვარსკვლავი დიდი თავმდაბლობით არ გამოირჩევა და თუ ჯან ლუიჯი ბუფონს კედლად და ლიონელ მესის გენიოსად მიიჩნევს, ღმერთის ტიტულს თავად ირგებს.
ტვ ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩს კითხეს თუ ვის თვლიდა საუკეთესო თავდამსხმელად ინგლისის პრემიერლიგაში.
„მომწონს ის თავდამსხმელები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ, ლუკაკო, აგუერო...“
ჟურნალისტმა უთხრა, რომ მას მოლოდინი ქონდა საუკეთესო თავდამსხმელებს შორის იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავსაც დაასახელებდა:
„ლომები თავს ადამიანებს არ ადარებენ“- მიუგო იბრაჰიმოვიჩმა.
„მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა.“- ეს კი "პსჟ"-დან წასვლისას ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსია.
თანამემამულე ფანები ზლატანს "ბალერონის მოქნილ ფეხებზე მდგარ ადამიან-გიგანტს" უწოდებენ. საიდუმლო არაა ის ფაქტი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმ გაბარიტების კვალობაზე, რაც მას გააჩნია, ტექნიკურ მონსტრს წარმოადგენს. შვედი 1,95მ სიმაღლისაა და 95 კგ-ს იწონის. ვიდეოში რომელიც ინსტაგრამში გავრცელდა იბრაჰიმოვიჩის ნაკრებთან ერთად ვარჯიშია ასახული.
„წითელი ეშმაკების“ ფანები იბრას დაბრუნებას სულმოუთქმელად ელიან. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც გარკვეული არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩებოდა თუ არა, ერთ-ერთმა ფანმა მოლოდინი ორიგინალური და ცოტა უხერხული ფორმითაც გამოხატა. „ზლატან, დარჩი და შეგიძლია ჩემი ცოლი გაჟიმო“- მან ამ შინაარსის ბანერი გამოფინა სტადიონზე, რამაც შვედი ფეხბურთელი საკმაოდ გაამხიარულა.
ზლატანის 36-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მის 36 ფოტოს:
მასალის გამოყენების პირობები