„ლიბერთი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა
საზოგადოება - 16:26, 03 Oct, 2017     1360
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და „ლიბერთი ბანკმა“, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო და პორტატული კომპიუტერები კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ.

საუკეთესო საკონკურსო მოთხრობისთვის - „მე არ ვარ, მასწ“. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა ქევანიშვილი;

მეორე ადგილი მოიპოვა ზურა აბაშიძემ, მოთხრობისთვის „საშტატო ერთეულები“;

მესამე ადგილი ერგო ლუკა ბაქანიძეს, მოთხრობისთვის „ისროდნენ, მასწ“.

გარდა ამისა, კონკურსის მონაწილე 62 ავტორიდან, მწერლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოვლინა საუკეთესო ათეული, რომელშიც, საპრიზო ადგილების მფლობელთა გარდა, მოხვდნენ:

თორნიკე ჭელიძე– ჯავახეთის დღიური

დიანა ანფიმიადი – კავშირი

ლევან ლორია -კურუმ, კურუმ

ნათია როსტიაშვილი– ჩემი საქმე წასულია, მარუს

ცოტნე ცხვედიანი– ცხენების გაშვება

მიშა ბახსოლიანი- ჯართულის მასწავლებელი

ინა არჩუაშვილი– დედუკა ბექაური

კონკურსის პარტნიორებმა პრიზები გამოყვეს სხვა კონკურსანტებისთვისაც. გამომცემლობა „ინტელექტმა“ წიგნების ვაუჩერები გადასცა ნინია სადღობელაშვილს და ინა არჩუაშვილს, ხოლო გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ წიგნების ვაუჩერებით დაასაჩუქრა დიანა ანფიმიადი და ლევან ლორია. ფულადი ჯილდო გადაეცა „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისგან თორნიკე ჭელიძეს.

ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეორე წელია, რაც დაწესდა და მასში თანამედროვე ქართველი მწერლები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42