ქვახვრელის აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს - დაკავებულია ორი ადამიანი
საზოგადოება - 16:16, 03 Oct, 2017     2441

ორი ადამიანი დააკავეს რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა სოფელ ქვახვრელში, სადაც მოსახლეობას უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დამაკავშირებელი ხიდი ჰქონდა გადაკეტილი.
როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ახლა გზა გახსნილია და ტურისტების გადაადგილებაც აღარაა შეფერხებული. აქციის მონაწილეების დაკავებას, ადგილობრივების წინააღდეგობა მოჰყვა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება განსაკუთრებულად დაძაბული იყო. როგორც შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ჭედიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის იქნენ დაკავებულები. აქციის მონაწილეები სოფელში, გამგებელ დავით ონიაშვილის ჩასვლას და სასმელი წყლის მილიონიანი პროექტის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ, თუმცა, გამგებელი ქვახვრელში არ ჩავიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42