პაშა ბანკი Caspian Energy -ის მიერ ჩატარებული პირველი CEO Lunch Tbilisi -ის პარტნიორია
საზოგადოება - 15:16, 03 Oct, 2017     621

29 სექტემბერს Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრა. აღნიშნული ღონისძიება Caspian Energy-ს მიერ საქართველოში თავისი საქმიანობის განახლებას უკავშირდება. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები.

ღონისძიებას საპატიო სტუმრების სახით ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.

შაინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ფინანსური შედეგები დაარსებიდან დღემდე. მან ასევე ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის. ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა პაშა ბანკს სპეციალური სამადლობელო სერტიფიკატი გადასცა პროექტის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს. მისი სიტყვებით: „ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარებას არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანს, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორისაც.“ მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და აზერბაიჯანი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველი მხარეა.

„ვიმედოვნებ, რომ ქართველი ბიზნესმენებიც დაინტერესდებიან აზერბაიჯანის ბაზრით და იქაც განავითარებენ თავის საქმიანობას.“ - განაცხადა ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა.

Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა ასევე გაუსვა ხაზი CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას - ღონისძიების, რომელიც კომფორტულ, არაფორმალურ გარემოს შექმნის საქმიანი ურთიერთობების და მოლაპარაკებებისთვის.

CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრები ყოველი თვის ბოლო პარასკევს ჩატარდება, შემდეგი შეხვედრა 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42