ჩვენ კატალონიელებმა მოვიპოვეთ უფლება, რომ მოგვისმინონ. წარმოვადგენთ რა ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს ქვეყანაში, ჩვენ მოვუწოდებთ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ, რომელიც ხალხის სურვილების შესაბამისი იქნება.“- განაცხადა ხოსეპ მარია ბარტომეუმ. მისი თქმით დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში კატალონიურ კლუბსა და მის ფანებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება, რომელ ლიგაში ითამაშოს „ბარსელონამ”.
საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ დღეს კატალონიაში, უმსხვილესი პროფკავშირების ორგანიზებულ გაფიცვის აქციას უერთდება. სადაც კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მიმდინარეობისას პოლიციის ქმედებებს გააპროტესტებენ.
„ბარსელონამ“ გადაწყვიტა შეუერთდეს ქვეყნის მასშტანოთ მიმდინარე აქციას Taula per la Democràcia, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროფკავშირები და კატალონიური ორგანიზაციები. ამიტომ კლუბი 3 ოქტომბერს დაკეტილი იქნება.“- ნათქვამია „ბარსელონას“ ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები