პრემია „საბას“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
საზოგადოება - 13:44, 02 Oct, 2017     1258
ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქარვასლა“ გაიმართა.

ცერემონიაზე „საბას“ ჟიურიმ წლევანდელი გამარჯვებულები დაასახელა, 11 ნომინაციაში:

საუკეთესო რომანი

ალეკო შუღლაძე "გადამალვა"

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

რუსუდან რუხაძე "ერთი თქვენგანი გამცემს"

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ნანა ტრაპაიძე "ლიტერატურა და ლიტერატურა".

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ლევან ბერძენიშვილი "წიგნიერების ევოლუცია".

საუკეთესო დებიუტი

ბექა ახალაიას "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის".

მკითხველის რჩეული ნომინაციაში "საუკეთესო დებიუტი"

ზურა აბაშიძე "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი".

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

ანდრო ბუაჩიძეს "გაზაფხული მოდის ღამეში" და ლუკა ბაქანიძე "სად ხარ, ლაზარე..."

საუკეთესო ქართული თარგმანი

ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარის" თარგმანისთვის.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

სიბილა შულცეს ანა კორძაია-სამადაშვილის "ვინ მოკლა ჩაიკას" გერმანულ ენაზე თარგმანისათვის.

საუკეთესო პიესა

ლაშა თაბუკაშვილი "სადღაც, ცისარტყელას მიღმა...

საუკეთესო პოეტური კრებული

ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის "ელეგია და სხვა".

და ბოლოს, ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას.

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას“ ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებმა პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები მიიღეს.

გარდა 11 ნომინაციისა, „საუკეთესო დებიუტის“ გამოვლენაში უკვე მეორე წელია, მკითხველებიც იყვნენ ჩართულები. წლევანდელი „საბას“ მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” ბეჭდურად გამოსცემს.

წელს პრემია „საბას“ მედიაპარტნიორები არიან: პირველ არხი, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“ და პალიტრა მედია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42