თბილისში ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა
საზოგადოება - 18:57, 01 Oct, 2017     1611

„ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის N1 ღვინის ქარხანაში, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი 40-მდე ღვინის მარნის 200-მდე დასახელების ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა დღეს ათასობით სტუმარს შეეძლო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებდა. ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი და ახალი მცირე მარნები იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ მეღვინეებს, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, შეეძინათ ღვინოები. ფესტივალს ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა.

ფესტივალის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.

“საბედნიეროდ, საქართველოში დადებითი ტენდენციაა, რომ მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 700-მდე ღვინის მწარმოებელია და ძალიან ბევრი, ათასობითაა დაურეგისტრირებელი საოჯახო მარანი. იმედია, ეს თანდათან აისახება ოფიციალურ მონაცემებში და გვექნება ათასობით მარანი არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალს უფრო მეტ აზრს შესძენს და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს გაიცნონ და გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესისგათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა. 2017 წელს ქართული ღვინის კირეული 29 სექტემბერს მარნეულში გაიხსნა და 8 ოქტომბერს თბილისში „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42