2 ოქტომბერს ოპერის თეატრისა და ეროვნული არქივის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
კულტურა - 16:57, 01 Oct, 2017     1803

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, გაიმართება პრესკონფერენცია და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოპერის თეატრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, ბადრი მაისურაძე, და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი - თეონა იაშვილი. ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან: საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციის წევრები და ეროვნული არქივის თანამშრომლები. მხარეები ისაუბრებენ დაგეგმილ პარტნიორობასა და საერთო მიზნებზე.

მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული არქივი უზრუნველყოფს საოპერო და საბალეტო სპექტაკლების გადაღებას, ჩაწერილი მასალების შენახვას, დაცვას, გამოყენებას და მისი ასლების თეატრისთვის გადაცემას. ოპერის თეატრი კი ურთიერთთანმშრომლობის ფარგლებში არქივს გადასცემს სპექტაკლების აფიშებს, პროგრამებს, ყველა სხვა მედიამასალას, რაც ოპერის სახელმწიფო თეატრის უნიკალური საარქივო მასალის დაცულობას გაზრდის.

მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნულ არქივს, არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილის ინიციატივითა და ოპერის თეატრის სახელით, გადაეცემა 1974-79 წლების თბილისის ოპერის თეატრის შენობის აღდგენა-რესტავრაციის სრული საარქივო მასალა (გეგმები, ნახაზები, კონცეფცია და სხვა დოკუმენტანტაცია). ეროვნული არქივის განახლებულ კოლექციაში პირველი ჩანაწერიც სწორედ ლერი მეძმარიაშვილის ინტერვიუ იქნება ოპერის თეატრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42