კახეთის რეგიონში პირუტყვის ვაქცინაციისა და ხორბლის აღების პროცესი მიმდინარეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:10, 02 Jul, 2013     806

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად,საგარეჯოს მეცხოველეობის ფერმაში მიმდინარე ,,თურქულის" საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძედა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე დაესწრნენ.


შალვა ფიფია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარებისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის პროფილაქტიკური ვაქცინაციის აუცილებლობაზეისაუბრა. პირუტყვის ვაქცინაცია კახეთის რეგიონის პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.


30 ივნისის მონაცემებით,საქართველოს მასშტაბით ვაქცინირებულია 423616 სულ იპირუტყვი, ამათგან 373607 მსხვილფეხა და 50009 წვრილფეხა პირუტყვი. თურქული მწვავე, ვირუსული დაავადებაა, სწრაფად ვრცელდება და იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს მოსახლეობისათვის. დაავადების გავრცელების არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია პირუტყვს ჩაუტარდეს ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ჩავიდა, სადაც ალოობა დაიწყო.


უკვე რამდენიმე დღეა, 600 ჰა ფართობზე შპს "მექანიზატორის" 5 კომბაინით მოსავლის აღება მიმდინარეობს.შპს ,,მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია" წელს ჰექტარ ფართობზე 3 ტონამდე ხორბალის მოსავალს ელოდება. კომპანიამ მეცნიერებთან და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად,ტერიტორიაზე 14 ჯიშის (ამერიკული, რუსული, ევროპული, მათ შორის 4 ქართული) ხორბალი გამოცადა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გასულ წლებში ჯიშთა გამოცდა არ ხდებოდა და მოსავალიც ნაკლები იყო. წელს კი, თესვა ჯიშების შესწავლისა და დაკვირვების შემდეგ განხორციელდა, რაც საბოლოოდ მოსავალის რაოდენობასა და ხარისხზეც აისახა. "მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია" მიღებული ხორბლის რეალიზაციასშიდა ბაზარზე გეგმავს.


სოფელ მაღაროში დაწყებულ ალოობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე,სამინისტოს თანამშრომლებიდა ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.


შალვა ფიფიამ ფერმერებისგან პირადად მოისმინა მეხორბლეობის დარგში არსებული პრობლემები. მეწარმეებმა მინისტრს მარცვლეულის წარმოების გაზრდის საკუთარი ხედვაც გააცნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად იმუშავებს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალ წელს ალოობა ბევრად უხვმოსავლიანი იყოს. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.


დღეისათვის ხორბლის აღების პროცესი კახეთის რეგიონში მიმდინარეობს და მალე ალოობა მთელიქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაში გადავა.როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ყველა რეგიონში მოსავლის აღების მიმდინარეობას პირადად გაეცნობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42