თსუ-ში AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა
საზოგადოება - 18:03, 29 Sep, 2017     1113
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, თბილისის მერი, თსუ პროფესორი დავით ნარმანია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაკო მიქაბერიძე, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი, იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტისთვის ახალი SMART ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ ლაბორატორიის ანალოგი კავკასიაში არ არის. პირველი შემთხვევაა, როდესაც გვეძლევა საშუალება, რომ მეცნიერულად შევისწავლოთ ჰაერის დაბინძურება დედაქალაქში. გერმანიიდან ჩამოვიდა საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა, რომელზეც იულიხის ცენტრში მომზადებულ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებთან ჩვენი სტუდენტებიც იმუშავებენ. აქ ორი მთავარი მიზანია, ერთი - ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა და მეორე - სამეცნიერო კვლევა და ახალგაზრდების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში.“

„იულიხის ცენტრი ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო ცენტრია მსოფლიოში. სასიამოვნოა, რომ თსუ-სთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად უკვე მეორე სმარტლაბი გაიხსნა. უნივერსიტეტის სტუდენტებს და მეცნიერებს საშუალება აქვთ ამ ლაბორატორიის მეშვეობით ჩაერთონ იულიხის ცენტრში მიმდინარე კვლევებში. სტუდენტების განათლებისთვის და სამეცნიერო ხარისხის ამაღლებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

SMART AtmoSim ლაბორატორიის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ: „ამ ლაბორატორიის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად მივიღოთ ინფორმაცია ჩვენი ქალაქის სხვადასხვა ადგილის ჰაერის მდგომარეობის, მტვრის ნაწილაკებისა და სხვა მრავალი რამის შესახებ; ვაწარმოებთ კვლევებს, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები. თბილისის მერია აქტიურად მონაწილეობს ამ პროექტში და შემდგომშიც გავაგრძელებთ, რადგან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მერია დროულად ჩაერთოს და მიიღოს სათანადო ზომები - ეს იქნება გამწვანების ან სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ღონისძიებები.“

„სტარტეგიული თავალსაზრისიდან გამომდინარე დაიგეგმა თსუ-ში ახალი სმარტლაბის, გახსნა. თუ რატომ ავირჩიეთ ატმოსფერო გამოსაკვლევად, მეტ-ნაკლებად გასაგებია. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. შესაბამისად, საამისოდ გვჭირდება მონაცემები და მათი ანალიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ სმარტლაბში შეფასდება მონაცმეები მთელი საქართველოს მასშტაბით და ამ საქმეში ჩაერთვებიან სტუდენტებიც,“ - განაცხადა იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა.

„ის სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ერთობლივად ამ ლაბორატორიაში განხორციელდება, ძალიან დაეხმარება გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰაერის უფრო სიღრმისეულ კვლევაში, პროგნოზირებაში, მოდელების დანერგვაში. რაც მთავარია, ახალგაზრდები, რომლებიც ამ ლაბორატორიაში იმუშავებენ და მიიღებენ ცოდნას, იქნება მნიშვნელოვანი საკადრო რესურსი გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემდგომში საქმიანობის გასაგრძელებლად,“- აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.

ლაბორატორია სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე, რომელიც მოიცავს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს, ასევე შედეგების მათემატიკურ დამუშავებას და ატმოსფეროს მდგომარეობის მატემატიკური მოდელის შექმნას. ლაბორატორიაში იმუშავებენ სამივე საფეხურის სტუდენტები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ჰაერის ნიმუშების აღებაში, ანალიზსა და მათემატიკური სიმულაციების შედგენაში. ჰაერის ხარისხის შეფასების გარდა, ჩატარდება ატმოსფეროს დეტალური ანალიზი და მოდელირება, ასევე შემუშავდება ანალიზის ახალი მეთოდები და ტექნიკა, მათ შორის, ატმოსფეროს ანალიზისთვის დრონების შექმნა. AtmoSim ლაბორატორია იქნება IEK-8 (იულიხის ლაბორატორიის) შესაბამისი ანალოგი, სადაც შესაძლებელი იქნება ატმოსფეროს ისეთი დამაბინძურებლების განსაზღვრა, როგორებიცაა აზოტის ოქსიდები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, მეთანი და სხვა აქროლადი ნახშირწყალბადები, ოზონი და მიკრონაწილაკების შემცველობა. ლაბორატორიის გახსნის შემდეგ გაიმართა ოფიციალური ღონისძიება, რომელშიც ქართული და გერმანული აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42