დღეს აზროვნების აკადემია „ლეტერატოს“ პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 17:06, 29 Sep, 2017     1370

დღეს გაიმართება აზროვნების აკადემია „ლეტერატოს“ პრეზენტაცია, რომლის ამოცანაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოზარდებს ზოგადი განათლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს. სწავლების მიმდინარეობისას ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს.

„დღევანდელ დღეს, როდესაც ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მომავალი თაობებისათვის ინფორმაციის სწორად მიღება და მისი ანალიზის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. წიგნიერება და ერუდიციაც სხვა მნიშვნელობას იძენს, რომელიც, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ხელს უწყობს არა მარტო თვალსაწიერის გაფართოებას ან გამოცდილების მიღებას, არამედ მოზარდებში წარმოსახვის უნარის, შემოქმედებითი პროცესების განვითარებას და მზა პასუხებისაგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალური აქტის მეშვეობით, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი ამოცანაა მოზარდებში სწორედ ამ პროცესებს მივცეთ ბიძგი“ - აღნიშნავს „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე.

აზროვნების აკადემია სასწავლო პროცესს ოქტომბრიდან დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეთა რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“ გუნდს:

თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42