საშიში ინტერნეტ-თამაშის  სავარაუდო მსხვერპლი - "14 წლის ბავშვს ოჯახით ემუქრებოდნენ, გამუდმებით ურეკავდნენ, ამ ზომამდე მიიყვანეს"
საზოგადოება - 20:54, 28 Sep, 2017     17520
14 წლის ნიკა ბულაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დედისა და 10 წლის დიდ თანდასწრებით 2 თვის წინ დაასრულა. მოზარდი დღის 4 საათზე მეთოთხმეტე სართულიდან გადახტა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანს ემუქრებოდნენ. ბულაშვილები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, პარალელურად კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს მიმართავენ. ისინი ილია მეორეს სთხოვენ კურთხევას მართლმადიდებლური წესით წესის აგებაზე.


ბულაშვილები ამბობენ, რომ საშიშ ინტერნეტ თამაშის "ლურჯი ვეშაპს" საქართველოში მფარველები ჰყავს.

"2 ოქტომბერს უკვე ორმოცია, ვთხოვთ პატრიარქს მოგვცეს კურთხევა"- ამბობს გარდაცვლილის დედა.

მოზარდის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის მეგობრებმა იციან ვისგან მიიღო მათ შვილმა სასიკვდილო დავალება.

"იციან თუმცა მალავენ. თვითმკვლელობამდე 4 დღით ადრე სწორედ მათი დარეკვის შემდეგ ჩადიოდა ქვემოთ. ეტყობა მათაც ემუქრებიან და ისე ალაპარაკებენ როგორც არიგებენ"- აცხადებს ბექას ბებია. მისი თქმით, სამართალდამცავებმა 14 წლის მოზარდის კუთვნილი ტელეფონი წაიღეს თუმცა დამატებით ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მოზარდმა საშიში ინტერნეტ თამაშის თამაშს თავი დაანება, როს შემდეგაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს.

"როგორც გავიგეთ ემუქრებოდნენ. ემუქრებოდნენ ოჯახით. თვითმკველობამდე ოთხი დღით ადრე ურეკავდნენ კლასელები, მეოთხე დღეს კი ბავშვი ამ ზომამდე მიიყვანეს"- ამბობს გარდაცვლილის დედა.

ოჯახის თქმით, თვითმკვლელობამდე ნიკას ხელზე საეჭვო ტატუ შენიშნეს. კითხვის ნიშანს ბადებს სუიციდის დროც.

"24 რიცხვი, 14 წლის, მეთოთხმეტე სართული, 4 საათი და ხელზე 5-ანი - შოკში ვარ... თუ იციან დაბლოკონ ეს საიტები. ევროპაში ხომ დაბლოკეს?!"- განაცხადა გარდაცვლილის მამა.

მისი თქმით, საშოში თამაშში ჩართულები, გარდაცვალებამდე სურათებს იღებენ ან უღებენ მსხვერპლს, რომელსაც საზღვარგარეთ აგზავნიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42