საპირისპიროს აცხადებს სკოლის დირექტორი, ელზა აშიროვას თქმით, მშობლები ამ ქმედებით შვილზე ზეწოლას ახორციელებენ და ბავშვთა უფლებებს თავად ზღუდავენ.
"სავარაუდოა, რომ მშობლები მასზე ზეწოლას ახორციელებენ და ე.წ ჰიჯაბის ტარებას აიძულებენ. ჩვენ გვაქვს შინაგანი წესი, რომლის მიხედვითად სკოლის შენობაში კეპის, ქუდის და სხვა აქსესუარების ტარება იკრძალება." - აცხადებს სკოლის დირექტორი.
აღნიშნულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე კანონმდებლების და განათლების სამინისტროს მხრიდანაც.
სიტუაციას ადგილზე სწავლობენ საია-ს იურისტები. ადგილზე ჩავიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლაშა ბექიშვილი, რომელიც მშობლებსა და სკოლის დირექტორს შეხვდა და ორივე მხარის პოზიცია მოისმინა. მისი თქმით საია სკოლის შინაგანაწესის დეტალებს სწავლობს და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მოხდენას გეგმავს.
ყარაჯალის სკოლის საკითხს გამოეხმაურა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც, მისი თქმით სკოლა თავისუფალი უნდა იყოს როგორც პოლიტიკისგან, ასევე რელიგიისგანაც:
"კანონმდებლობითაც და სუბიექტურადაც პოზიცია გახლავთ, რომ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი როგორც პოლიტიკისგან, ისე რელიგიისგან." - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს განათლების და მეცნიერების სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცნობს ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და უზრუნველყოფს სკოლებში ნეიტრალური და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს შინაგანაწესი, რომელიც არეგულირებს სასკოლო ცხოვრებას. შინაგანაწესის თანახმად, რომელიც ყარაჯალის საჯარო სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცდა, აკრძალულია სკოლაში ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება. სამწუხაროა, რომ სკოლის შინაგანაწესში ჩაწერილი თავსახვევის ამკრძალავი ზოგადი წესი, განიმარტა რწმენის თავისუფლების შეზღუდვად. სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვისგან და ხელი შეუწყონ ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას."- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






