"ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას"- პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულზე იქადაგა
საზოგადოება - 15:25, 27 Sep, 2017     1512
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშრიებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იქადაგა და აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენა:

„ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ ჯვართამაღლებას. ჯვრის ძალა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს და მთელს მსოფლიოს.

დიდი ფილოსოფოსი ამბობს: ,,შეიცანი თავი შენი“. აი ყოველი ადამიანი მოწოდებულია ამისათვის, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი. გავიგოთ რა გვიჭირს, რა გვილხინს, რაშია დადებითი მხარეები, თვისებები ჩვენი და რა არის უარყოფითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ უარყოფით მხარეები.

დღეს სიხარულიცაა და მწუხარებაც. დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულთ და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს.

მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება ჩვენ შეხვედრა და აი, ხვალ, ათ საათზე, ჩვენ შევიკრიბებით აქ სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ; მთლიანობა დავიმსახუროთ. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას. ხვალ იქნება შეხვედრა სამების ტაძარში, მაგრამ მომავალში რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი. ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ვხედავთ ცუდსა და კარგს ნაკლებად ვხედავთ. აი, უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული და სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ერთი ფილოსოფოსი ჩინეთისა კონფუცი ამბობს, რომ არ არის საკმარისი, რომ სხვამ გითხრას რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ შენ გულწრფელად უთხრა სხვას: საყვარელო, მიყვარხარ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ფსალმუნში ვკითხულობთ: ,,მაუწყე მე უფალო გზაჲ რომელსაცა ვიდოდე“. აი ხვალინდელი დღე მთლიანობის დღეა, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანებისა. შევთხოვთ უფალს, რომ გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაცა ვიდოდეთ.

ჩვენთან არს ღმერთი.“- განაცხადა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42