,,ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს“ - ,,ნიუპოსტის“ რედაქტორს ჩვენი თანადგომა სჭირდება
საზოგადოება - 14:31, 27 Sep, 2017     20549
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი“ მიმართავს ბიზნესკომპანიებს, მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებას, გვერდში დაგვიდექით ჩვენი რედაქტორის, ანა კობაიძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად.

ანა კობაიძე ჩვენი კოლეგაა. ჟურნალისტის კარიერა 2002 წელს დაიწყო და დღეს საინფორმაციო სააგენტო „Newposts” ხელმძღვანელობს. ანას ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ, მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საკვერცხის უმწიფარი ტერატომის მესამე სტადია, ექიმთა ნაწილის აზრით, გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებდა (2%). ეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერი ჩარევა მხოლოდ უშედეგო წვალება იქნებოდა და სიკვდილს დააჩქარებდა. ანამ გადაწყვიტა ებრძოლა. ამ დროს ის მარტო არ იყო. გვერდით ედგა ოჯახი, მეგორები, ახლობლები, სრულიად უცნობი ადამიანები და კვალიფიციური ექიმები. ჩატარდა 8 საათიანი გადაუდებელი, საკმაოდ რთული ოპერცია, თუმცა დასაკარგიც არაფერი იყო... შემდეგ იყო ქიმიოთერაპიის 4 კურსი რომელიც, უმძიმესი გვერდითი მოვლენების გამო, ბევრჯერ ჩავარდა. ყოველ ეტაპზე თავს იჩენდა ახალი საფრთხე და დაბრკოლება. იყო იმედგაცრუებით გამოწვეული დანებების სურვილიც, თუმცა ანა თავს ამის უფლებას არ აძლევდა. და ბოლოს შედეგიც დადგა, 2016 წლის მაისში მან სიმსივნე დაამარცხა. დაიწყო მონიტორინგისა და რეაბილიტაციის ეტაპი. ჩატარდა კიდევ 2 ქირურგიული ოპერაცია. თითქოს ყველაფერმა ჩაიარა. ანა, ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი საკონტროლო მონიტორინგისას, რადიოლოგმა უცხო პათოლოგიური კერა შენიშნა. დაიგეგმა კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია. მორფოლოგიური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ავთვისებიანი ტერატომა ისევ გააქტიურდა.

დღეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა ახლა რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე. ორგანიზმიდან რეზექცირებული ორგანოების გამო, რესურსი თითქმის ამოწურულია. დაავადების არასტანდარტული მიმდინარეობის მიზეზით, ქართველ და ევროპელ ექიმებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გაგრძელდეს მკურნალობა, რადგან საქმე გვაქვს სიმსივნის იშვით ფორმასთან. მისი მართვის გამოცდილება პრაქტიკულად არ არსებობს. ვინაიდან ქიმიოთერაპიის ის სქემა, რომელიც ანას ამ ეტაპზე ესაჭიროება, საკმაოდ რთული გადასატანია, საჭიროა მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება. ეს კი საკმაოდ დიდ თანხას, 50 000 ევროს საჭიროებს.

ანამ სიკვდილი ბევრჯერ დაამარცხა და დანებებას არც ახლა აპირებს. მისი 7 წლის გუგა დედიკოს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და უნდა მის გვერდით იყოს დიდხანს, მონატრებული „პრინცესული“ გრძელი თმით.

დავეხმაროთ ანა კობაიძეს ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი მისი სიცოცხლის საფასურია!

ს/ს "საქართველოს ბანკი"

ბანკისკოდი: BAGAGE22

ანგ. ნომ: GE64BG0000000854723500

,,თიბისი ბანკი"

TBCBGE 22

ანგ. ნომ: GE75TB7047345061600016

მიმღები: კობაიძე ანა


0 901 701 324 - დარეკეთ მითითებულ ნომერზე მაგთისა და ბილაინის აბონენტებმა.

ზარის ღირებილებაა 1 ლარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42