თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში - ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გაიმართა
საზოგადოება - 13:03, 27 Sep, 2017     705
UNESCO-ს მიერ მიმდინარე წლის ნიკოლოზ ბარათშვილის წლად გამოცხადებას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება.

სიმპოზიუმის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქართული აკადემიური წრეების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირმა რატიანის ინფორმაციით, დიდი დაინტერესების გამო, ახლო მომავალში შესაძლოა, ლიტერატურათმცოდნეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში გაიმართოს. მისი თქმით, „ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ქართული კულტურის და ისტორიისთვის. რასაკვირველია, ლიტერატურის ინსტიტუტი ამას განსაკუთრებით აღნიშნავს. სიმპოზიუმი ძალიან წარმომადგენლობითია. მასზე საუბარი იქნება არა მარტო რომანტიზმის ზოგად პრონციპებზე, არამედ ქართულ რომანტიზმზე და ნიკოლოზ ბარათაშვილის როლზე მსოფლიო რომანტიზმის განვითარებაში.“

ღონისძიებაში 130-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ-19 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

„მნიშვნელოვანი მოვლენაა იუნესკოს ეგიდით ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილის აღნიშვნა, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი პოეტის, რომანტიზმის წარმომადგენლის უფრო პოპულარიზაცია მოხდება. რამდენიმე მისი ნაწარმოები თარგმნილია თურქულად, ოღონდ ფრანგულიდან და არა ქართულიდან. იმედია, ჩვენი თურქოლოგები ამას გამოასწორებენ. ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების პოეტებისა და მწერლების შემოქმედების გაცნობა უფრო კარგ სამსახურს გაუწევს მშვიდობის დამყარებას რეგიონში,“- აღნიშნა UNESCO-ში თურქეთის წარმომადგენელმა მეთინ ეკიჩმა.

ღონისძიების თანამონაწილეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ სამ დღეს გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42