"ის აქ ყოველ დილით მოდის სული არ განუტევოს… "
საზოგადოება - 17:46, 26 Sep, 2017     3565
"ჩერნოვეცკის ფონდი" 87 წლის ქალის ისტორიას ავრცელებს, რომელიც მძიმე გაჭირვებას განიცდის და საზოგადოებას მისთვსი დახმარების ხელის გაწვდენას სთხოვს:

"ის აქ ყოველ დილით მოდის პურის ასაღებად, მოდის რათა შიმშილისგან გონება არ დაკარგოს და სული არ განუტევოს…

იყო დრო, როცა სიცოცხლე ჩქეფდა, როცა მისი სილამაზით, გარეგნობითა და ნიჭით აღფრთოვანებული სტუდენტები და კოლეგები მას ხელით ატარებდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

ამ 87 წლის ქალბატონს, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა და ფოტოგადაღებისგან თავის შეკავება გვთხოვა, უიმედობის და სასოწარკვეთის ცრემლები ახრჩობენ. მას რცხვენია იმ მდგომარეობისა, რომელშიც იგი ხანდაზმულობის ჟამს აღმოჩნდა, რცხვენია ყოფილი სტუდენტების, რომლებსაც 50 წლის მანძილზე კონსერვატორიაში აზიარა მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს!

დღეს იგი, დაბერებული და სნეული, აღარავის სჭირდება. ეს ქალბატონი რისი ვაი–ვაგლახით ახერხებს “სოციალური პატრულის” ავტომანქანასთან მისვლას და აკანკალებული ხელებით სადილის აღებას.

“შვილები არასდროს მყოლია, ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ამ ცხოვრებაში დამიშვია. მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილები – ეს ჩემი სტუდენტები არიან, თურმე როგორ ვცდებოდი, ეჰ…ახლა ჭიქა წყლის მომწოდებელიც არავინ მყავს…

ზაფხული ახალი დაწყებული იყო, როცა მეზობლის ქალმა მითხრა – ქუჩაში ვიღაცა საჭმელს არიგებს და მიდი და შენც აიღეო. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ მერე წავედი, რადგან სხვა გამოსავალი უკვე არ მქონდა...ოჰ, ეს რა კარგი ახალგაზრდები მუშაობენ თქვენთან, ყოველდღე მეკითხებიან ჯამრთელობის ამბავს. შვილო, თქვენ მე გადამარჩინეთ!”.

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი მხარში ამოუდგეთ ჩვენს “სოციალურ პატრულს”, დაეხმაროთ და იმედი ჩაუსახოთ ამ ქალბატონის მსგავსი ისტორიის მქონე ასობით უსასო და მარტოხელა ადამიანს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოციალური პატრული) ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/202-socpatrul/ ან გადარიცხოთ თანხა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. შედით განყოფილებაში “ქველმოქმედება” და აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

ჩვენ უზომოდ მადლობელი ვიქნებით თქვენს მიერ გაღებული, თუნდაც თითო ლარისთვის, რომელსაც ძალუძს ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42