ტრაგიკულმა შემთხვევამ ახალგაზრდა ადამიანი საწოლს მიაჯაჭვა
საზოგადოება - 17:12, 26 Sep, 2017     2912
ჩერნოვეცკის ფონდი საზოგადოებას მურთაზ შავაძის ისტორიას აცნობს და მისი დახმარებისკენ მოუწოდებს:

"როცა მურთაზის დედა მძიმე სენით დაავადდა, საკუთარი სახლი გაყიდეს და ნაქირავებ ბინაში გადასვიდნენ. მაშინ მურთაზი სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. დედის მკურნალობისთვის და წამლებისთვის თანხა რომ შეეგროვებინა, მან დამხმარე მუშად დაიწყო მუშაობა მშენებლობაზე, სადაც მისი მამა მუშაობდა. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა...

მაგრამ განგებამ შავიძეების ოჯახს მორიგი უბედურება დაატეხა თავს. 2016 წლის დეკემბერი ახალგაზრდა მურთაზისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მამა და შვილი მშენებარე კორპუსიდან ლიფტით ეშვებოდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი მოსწყდა ბაგირს და ჩავარდა შახტაში. მას შემდეგ მურთაზი საწოლს არის მიჯაჭვული, გარდა სხვადასხვა სახის მოტეხილობისა, მას ფეხები წაერთვა. უკვე 9 წელია, რაც მას არ შეუძლია წამოდგომა, ხოლო ექიმების პროგნოზი არ არის დამაიმედებელი.

მამა ოპერაციის შემდეგ გამოვიდა რთული მდგომარეობიდან, დაიწყო სიარული, თუმცა შრომისუუნარო გახდა. ამჟამად 2 სნეულ ადამიანს უვლის მურთაზის ბებია, რომელიც მიუხედავად დიდი ტკივილისა, იკავებს ცრემლებს, რომ შვილიშვილმა არ შეამჩნიოს და გული არ აუცრუვდეს.

მურთაზ შავიძე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის გადასახადის ნაწილს იხდის მერია, მეორე ნაწილს კი - თავად ოჯახი თავისი მწირი შემოსავლიდან, რომელიც შედგება ბებიის პენსიისა და სოციალური შემწეობისგან. ეს მათ ელემენტარული საკვების შესაძენად თუ ჰყოფნით, არადა მამა-შვილს უამრავი ძვირადღირებული მედიკამენტი სჭირდება მკურნალობის გაგრძელებისთვის.

ჩვენ გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მურთაზ შავიძის ტრაგედია და გაიღოთ მისთვის დახმარება მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების სახით.

თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მურთაზ შავიძე) ან პირდაპირ ჩარიცხოთ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

დაუდექით გვერდში ადამიანს, რომლის გადარჩენა თქვენ ხელგეწიფებათ, მიეცით მას მომავლის იმედი! "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42