"ქართველი მოდილიანის დაბრუნება" - 50 წლის შემდეგ სიმონიკა დადიანის შემოქმედება სამშობლოში ბრუნდება
კულტურა - 11:09, 26 Sep, 2017     2532


სიმონ დადიანის უნიკალური შემოქმედება სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია იტყობინება.

სიმონ დადიანს, სამშობლოში კარგად არ იცნობენ, თუმცა მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიუ-იორკის მონტირისის და სან-ფრანცისკოს ნახატების გალერეებში, ასევე სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმში.

"თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში უნიკალური საგანძური ბრუნდება! პარიზში ამისათვის ვიყავი - არც მჯერა რომ ეს მოვახერხეთ და ამხელა განძი წამოვიღეთ!

”ქართველი მოდელიანი” - ასე ეძახდნენ მხატვარს რომელსაც სამშობლოში დღემდე კარგად არ იცნობენ, მისი ნახატები კი ამშვენებს სან -ფრანცისკოს, პარიზის მუზეუმებს, გალერეებსა და კერძო კოლექციებს! მასზე აღფრთოვანებით წერდა ფრანგული და ამერიკული პრესა! თვითონაც აღსაფრთოვანებელი გარეგნობისა იყო, დადიანთა შთამომავალი, ერთადერთი ქართველი ვინც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის არმიაში იბრძოდა, მოკლედ მასზე ბევრი გვაქვს მოსაყოლი... ახლა კი ვიტყვი რომ სიმონ დადიანის 20 ტილო და 2 ქანდაკება სამშობლოში ბრუნდება, ეს გადაწყვეტილება მემკვიდრეებმა მიხეილ და ლია ვოდეებმა მიიღეს, ეს შედეგი არ დადგებოდა რომ არა ქალბატონი მია ღვინიაშვილი, სვიმონის შთამომავალი და გულანთებული პატრიოტი , არ დადგებოდა შედეგი რომ არა ჩვენი არჩილ გელოვანი მან სრულად დააფინანსა ეს ძვირადღირებული ტრანსპორტირების, შეფუთვის პროცესი, კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მინდა აქედან დაუდასტურო მადლიერება კოლექციის მაღალი კულტურული და დიპლომატიური სტატუსით აღჭურვისათვის, რაც განძის სამშობლოსაკენ ოდისეას დაცულსა და უსაფრთხოს ხდის, კიდევ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილს რომელიც არ მოეშვა ამ რთულ საქმეს და დიდებული საჩუქარი ქვეყანას არ დაუკარგა! მადლობა ჩვენს ელჩს ეკა სირაძე- დელონეს და საელჩოს პირველ მდივანს ნოდარ ნუცუბიძეს, მათი გულისხმიერება ეს დღეები პარიზში ძალიან გვჭირდებოდა! მოკლედ შეუფასებელი საგანძური სამშობლოში ბრუნდება, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის მხატვრული კოლექცია 25 წლის დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს ჯერ არ მიუღია! ეს პირველი მერცხალია .... დასაბრუნებელი, ხელახლა აღმოსაჩენი, გასაცნობი და დასაფასებელი კიდევ ბევრია" - წერს გიორგი კალანდია.

მას შემდეგ, რაც დადიანების ოჯახი პარიზში დაფუძნდა, სიმონიკამ სამხატვრო განათლება ჯერ პარიზის სამხატვრო სკოლაში, , შემდეგ ამერიკაში მიიღო. ქართული არასდროს დავიწყნია, ამერიკაში ყოფნისას კი ძველი ქართულიც კი შეისწავლა. სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან - ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული.

II მსოფლიო ომის დროს იგი ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდაგერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.

სვიმონ დადიანი 1950 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. მათ შორის ყველაზემნიშვნელოვანი გამოფენებია:
1953 – 29 ამერიკელი მხატვარი, მონტროსის გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.
1953 – ათი მხატვრის ნამუშევრები, Worth avenue-გალერეა, აშშ.
1952 – ხელოვნების მუზეუმი, სან–ფრანცისკო, აშშ.
1952 – იუკლენდის ხელოვნების გალერეა, აშშ.
1951 – ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.

1974 წელს, სიმონიკა 57 წლის ასაკში, სან ფრანცისკოში გარდაიცვალა. მას სისხლის გათეთრება ჰქონდა და დებისთვის არც კი უთქვამს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42