პრემია „საბას“ დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება
კულტურა - 11:02, 26 Sep, 2017     1596
ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 20:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ უმასპინძლებს. „საბას“ დაჯილდოებისთვის თვალის მიდევნება ტელემაყურებელს პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ცერემონიაზე „საბას“ ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება „საბა“ წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში.

როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას“ ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდება წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

„საბას“ 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია,მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. მკითხველების მიერ თავისი ფავორიტისათვის ხმის მიცემა დაჯილდოებამდე გაგრძელდება. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც.

წლევანდელი „საბას“ მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული. „პალიტრა L”-ის მიერ დაწესებული ეს დამატებითი პრიზი - ბეჭდური წიგნის გამოცემა საკუთარი სახსრებით - მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და სტიმული იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებულისთვის.

პირველ არხთან ერთად, პრემია „საბას“ მედიაპარტნიორები არიან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“ და პალიტრა მედია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42