"სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენეს" - „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი
საზოგადოება - 14:50, 25 Sep, 2017     4552
ხმაური იყო დღეს სარფის საბაჟოზე. საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.
შეურაცხყოფა მიაყენეს ადგიოლზე მისულ „აჭარის ტელევიზიის“ გადამღებ ჯგუფსაც.
ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია აცხადებენ, რომ მებაჟეებმა ერთ-ერთ მათგანს წაართვეს პასპორტი, მობილური ტელეფონი და აღარ უბრუნებდნენ.

„თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი ჩემს მიმართ, ასევე ჩემი ოპერატორის ანდრო ქაჩიბაიას მიმართეთ, წამართვეს პასპორტი და აღარ მიბრუნებდნენ, ასევე მობილური ტელეფონი. ცდილობდნენ ვიდეო კამერის და მიკროფონის წართმევას,“ - აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანი.

მისი თქმით, ნეიტრალურ ზონაში თურქი მებაჟეები გადმოვიდნენ და ოპერატორს კამერის გადაცემა მოსთხოვეს. ვითარების დაძაბვის შემდეგ, ჟურნალისტმა ფეისბუქ ლაივი ჩართო, რამაც მისი თქმით მებაჟეები კიდევ უფრო გააღიზიანა.

"ერთმა მოქალაქემ ძალით წაართვა მებაჟეს მობილური ტელეფონი და უკან, ჩემსკენ გადმოისროლა. საბოლოოოდ პასპორტიც დამიბრუნეს, მაგრამ საზღვარი აღარ გადამიკვეთავს, რადგან დიდი იყო შანსი, რომ ჩამოერთმიათ კამერა და ჩვენც დავეპატიმრებინეთ,“ - აცხადებს ჟურნალისტი.

სარფის საბაჟოზე მომხდარ ფაქტს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული გამოეხმაურა. იასინ თემისქანის თქმით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. სამართალდამცველები კი ვიდეოჩანაწერებს ეცნობიან.

„თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. ქართულ და თურქულ მხარეს ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ.“ - ამბობს იასინ თემისქანი.

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც ეხმაურება.

განცხადებაში წერია, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ადგილზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით იმყოფება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ქართულ და თურქულ მხარეს ინციდენტის დროულად შესწავლისა და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42