რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაეროს კეთილი ნების ელჩები წარადგინეს
საზოგადოება - 10:02, 25 Sep, 2017     1298
რუსთავის ცენტრალურ პარკში,საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი - მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში წარადგინა. პარკში შეკრებილ საზოგადოებას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე მიესალმა, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთავს, როგორც ფესტივალის მასპინძელს, განსაკუთრებული მისია დაეკისრა, რაც დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საზაფხულო კინო-თეატრის სცენაზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილების ანსამბლი, იოანე არაბული, „ჯგუფი 33ა“ და ნაიზ დიასამიძე იღებდნენ.

ღონისძიებას სხვა მიწევულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომლის ორგანიზატორებიც UNDP, IDFI და რუსთავის მერიაა. ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა პარკში მდებარე ღია კინო-თეატრის შენობის კედლები ორიგინალური კომპოზიციებით მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად თემებზე: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა მოხატეს.

ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე, ასევე გაიმართა შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში. გაეროს სააგენტოების მიერ წარმოდგენილი იყო კამპანიები: თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; გენდერული თანასწორობის, მიგრანტთა, ქალთა, შშმ ბავშვთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42