საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადასცა.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებზე, მოსახლეობის ინფორმირება კონსულტირების მიზნით, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილი და ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადაცსა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს.
ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები.
მასალის გამოყენების პირობები






