აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიის რეგიონში პრეპარატების დარიგება დაიწყო
საზოგადოება - 16:50, 24 Sep, 2017     1310

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიის რეგიონს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატები გადასცა. მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, სადაც მავნებელია გავრცელებული.

მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) უსასყიდლოდ გადასცემს.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის,აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები. (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf).

გურიის რეგიონში პრეპარატების გადაცემის პროცესის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნენ. მათ ასევე, განიხილეს ორგანიზაციული საკითხებიც.

“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ტემპერატურის დაცემასთან ერთად მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაც. კომპლექსური მიდგომით, შესაძლებელია მავნებლის პოპულაციის მნიშვნელოვნად შემცირება სამომავლოდ“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვლმა.

როგორც გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მობილიზებულნი არიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაცემული პრეპარატების დარიგებას ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულები უზრუნველყოფენ. გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო.

“დაახლოებით 50 ათას 670 ზე მეტ ოჯახს გადაეცემა პრეპარატები. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, გურიაში, 20 ათას ჰექტრამდე ფართობი შეწამლა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია საავიაციო ტექნიკაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42