გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები ბორჯომის ხეობის ტყი ნახანძრალ ტერიტორიას სწავლობენ. ისინი ვითარებას ადგილზე აფასებენ. შესაბამისად, შემუშავდება გეგმა თუ როდის უნდა დაიწყოს დაახლოების 800 ჰექტარი ტყის ფართობის აღდგენითი სამუშაოები.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ აღდგენითი სამუშაოები დროულად არ დაიწყება, ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, სოფელი დაბის მოსახლეობა მეწყრის საფრთხის წინაშე დააყენოს.
„გეოლოგიური კუთხით გვაქვს სამი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - ტყე არ არის, რაც აძლიერებს ეროზიის პროცესებს, მოვა ნალექები, რომელიც ჩამორეცხავს და ეს ქანები, ფაქტობრივად, ისეთი ტიპისაა, რომელიც ადვილად ექვემდებარება უარყოფით, გეოდინამიკური პროცესების გამომწვევ ფაქტორებს, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები,“- განაცხადა ექსპერტმა, მარიამ მჭედლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






