დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლოზე პროკურატურის მთავარ მოწმეს ტყუილში ადანაშაულებს.
დეკანოზის თქმით, ირაკლი მამალაძემ მას ციანიდის შეძენა რეალურ ფასზე უფრო ძვირად შესთავაზა. თუმცა, დეკანოზის თქმით, ის არ დასთანხმდა მის წინადადებას.
„ირაკლი მამალაძემ, როგორც კი გაიგო, რომ უკრაინაში ვერ ვიშოვე ნივთიერება, მან გადაწყვიტა, მისი დახმარების შემოთავაზებით მატერიალური სარგებლის მიღება და ნივთიერება, რომლის შოვნა 1500-დან 2500 ამერიკულ დოლარამდე ღირს, მან გრამის შეძენა 2000-დან 3000 დოლარის ფარგლებში შემომთავაზა, რომ აღარაფერი ვთქვა მანამდე შემოთავაზებულ 10, 7 და 5 ათას დოლარზე,“ - აცხადებს გიორგი მამალაძე.
მისივე თქმით, ირაკლი მამალაძემ ციანიდის შეთავაზების შემდეგ მატერიალური სარგებლის მიღება ვერ მოახერხა და ახალი გეგმა დასახა.
„იარაღის ნაწილში ირაკლი მამალაძე ტყუის, რომელსაც პროკურატურა ასე ურცხვად აფარებს ხელს. პროკურატურამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არაპროფესიონალიზმი ელემენტარული საქმის წარმოებისას. ბრალდება ტენდენციურია ყველა მიმართულებაში, მათ შორის, იარაღის ნაწილზე, რაც იმით ვლინდება, რომ მათ არ გადაამოწმეს მამალაძის შემხებლობა იარაღთან შესაბამისი ექსპერტიზებით,“ - განაცხადა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






