მღვდელ-მონაზონი გიორგი ანდრიაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ანდრიაძე პირადი ინტერესების გამო უნივერსიტეტს საფრთხეს უქმნის.
,,უნივერსიტეტიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა და არც არავის მოუხდენია დათხოვნა. ეს არის სიცრუე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ უნივერსიტეტში რის საფუძველზე მოხდა ჩემი ერთწლიანი აკადემიური შვებულების აღება... მხოლოდ ჩემი თხოვნის საფუძველზე, გავხსენით საღვთისმეტყველო სასწავლებელი, მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ ერთ წელიწადში ვერაფრით ვერ მოვახერხებდი დისერტაციის დამუშავებას. ასევე, ბატონმა ანდრიაძემ ბრძანა რომ წავიდოდა თუ არ გამრიცხავდნენ, მან ეს პირობა არ შეასრულა და უნივერსიტეტის შავ ლაქად დარჩა. მისი იქ ყოფნა დამატებითი დისკომფორტი იყო, თუმცა არა მთავარი მიზეზი. უნივერსიტეტს უქმნის საფრთხეებს პირადი ინტერესის გამო. რატომ დასჭირდა ვინმეს ეს სიცრუე, მხოლოდ ადრესატს უნდა კითხოთ. შემიძლია საბუთებიც წარმოვადგინო პირადი თხოვნის და რექტორთან მიმოწერის” - აცხადებს მამა ანდრია სარია.
მასალის გამოყენების პირობები






