ვაშლების დარიგების პროექტს, შესაძლოა, ატამიც დაემტოს.
როგორც EDU.ARIS.GE იტყობინება, ამის შესახებ სკოლაში ვაშლების დარიგების პროგრამის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა განაცხადა.
"ტენდერი გაიხსნება 21 სექტემბერს. ინფორმაცია საჯაროა და ტენდერის პირობების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. განაცხადების რაოდენობა დასრულების შემდეგ გაირკვევა. თბილისის თითო უბნიდან 2 ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლა შევარჩიეთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია და მეტი უზრუნველვყოთ ჯანსაღი საკვებით" - განაცხადა მუშკუდიანმა.
რაც შეეხება კითხვას, გაიზრდება თუ არა იმ სკოლების რიცხვი, სადაც ვაშლები დარიგდება, მუშკუდიანმა განაცხადა:
"ეს საცდელი პროგრამაა და დამუშავების პროცესშია. შეიძლება პროექტი სხვა სკოლებშიც განვახორციელოთ ან შეიძლება, მას სხვა კომპონენტები დაემატოს. ეს შეიძლება ვაშლი იყოს, შეიძლება – ატამი. პროექტი ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უკეთესი იქნება მოზარდებისთვის."
წყარო: EDU.ARIS.GE
მასალის გამოყენების პირობები