მისივე ინფორმაციით, სალონების შემოწმება დღესაც გრძელდება და წლის ბოლომდე 100-მდე სალონი შემოწმდება.
„დღესაც გრძელდება სალონების შემოწმება. 2017 წლის თებერვლიდან 250 სილამაზისა და ტატუს სალონი შევამოწმეთ, აქედან 2 მათგანი დაჯარიმდა. ერთზე გამოტანილია დარღვევა და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მეორე სალონი კი დაიკეტა და მის მესაკუთრესთან სასამართლო დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. 2017 წლამდე, სალონების დაჯარიმების უფლება არ გვქონდა, ახლა, წლის დასაწყისიდან ვაჯარიმებთ კიდეც.
რაც შეეხება ინფექციის კონტროლს, პირველ შემთხვევაში სალონი იღებს გაფრთხილებას, თუნდაც ჰქონდეს დარღვევა, ამას კანონი და პროტოკოლი ადგენს, შემდეგ ეწერება ჯარიმა“- განაცხადა დელებაშვილმა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით სულ 1200 სალონია რეგისტრირებული. მისივე თქმით, ობიექტები ყოველ წელს ხელახლა უნდა გადარეგისტრირდნენ, ამიტომ ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს სილამაზის სალონების მფლობელებს, ყურადღება მიაქციონ ვადებს.
მასალის გამოყენების პირობები






