ექსკლუზივი: რას ამბობს სტიქაროსანი, რომლის ფოტოებსაც პროკურატურა დეკანოზის წინააღმდეგ იყენებდა
საზოგადოება - 14:36, 21 Sep, 2017     11726
ე.წ. ციანიდის საქმე - სკანდალური საქმის ახალი დეტალები დღეს გახდა ცნობილი. „ტვ პირველმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვა, სადაც დეკანოზი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მასზე გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და მას გარკვეული ფოტომასალით აშანტაჟებდნენ. ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია მოდელი კობა ფარტენაძე, რომელსაც 2015 წელს მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ეპარქიაში მისი პროფესიის გამო სტიქარი გახადეს.

„ნიუპოსტი“ კობა ფარტენაძეს დაუკავშირდა, ჩვენთან საუბარში ის ადასტურებს მამა გიორგი მამალაძის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას. ფარტენაძე ამბობს, რომ მისთვის სამართალდამცავი უწყებიდან არავის მიუმართავს და არც ის იცოდა, რომ მისი ფოტოების გამო სასამართლო სხდომა დაიხურა.

ფარტენაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას პრობლემა ფოტოებისა და პროფესიის გამო დეკანოზ ანდრია თურმანიძესთან შეექმნა, რომელიც მის ფოტოებს როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ასევე მის ახლობლებსაც გადაუგზავნა.

„ნამდვილად ჩემზეა საუბარი, რადგან, ვისაც მოდელობის გამო პრობლემა შეექმნა ვიყავი მე და თავიდანვე იყო გახმაურებული ფაქტი, როდესაც დეკანოზი ანდრია თურმანიძე არამარტო გიორგი მამალაძეს, არამედ ყველას უგზავნიდა ჩემს ფოტოებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები გადაუგზავნა, მასთან პრობლემა და კონფლიქტი არ შემქმნია. შემდეგ მასთან სტიქარს აღარ ვიცვამდი.“, - აღნიშნავს ფარტენაძე.

ფარტენაძის განცხადებით, მსჯავრდებულმა დეკანოზმა, ფოტოების ნახვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სტიქარი არ ჩაეცვა:

„მამა გიორგიმ დააფიქსირა თავისი აზრი, რომ ჩემთვის სტიქარის ჩაცმისგან თავს შეიკავებდა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში, თავად ვთქვი ამაზე უარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს კობა ფარტენაძე.

იგი ასევე იხსენებს შეხვედრას მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან, რომელმაც განუცხადა, რომ მოდელობა და სტიქარის ტარება ერთმანეთისთვის შეუთავსებელია:

,,მე შევხვდი მიტროპოლიტს, დიმიტრი შიოლაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ მოდელობა და სტიქაროსნობა შეუთავსებელია, ამ ეპარქიაში სტიქარს ვერ ჩავიცვამდი. თუმცა, მე მაინც მაცვია სტიქარი, ოღონდ უკვე თბილისში“, - დასძენს ფარტენაძე.

როგორც ჩვენთან საუბრისას ფარტენაძე აღნიშნავს, მას პროკურატურიდან თუ დაცვის მხრიდან არავინ დაკავშირებია და შესაბამისად, არც დაკითხვაზე ყოფილა:

„მე არავინ დამკავშირებია პროკურატურიდან, არცერთი მხრიდან არავინ დამკავშირებია, შესაბამისად არც დაკიტხვაზე ვყოფილვა“, - დასძენს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42