"ამომავალი ვარსკვლავი"- "რუსთავი 2" უპრეცენდენტო მეგა შოუს იწყებს (ვიდეო)
საზოგადოება - 11:11, 21 Sep, 2017     6987

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ახალ მეგა შოუს იწყებს, ამომავალი ვარსკვლავი-Rising Star იქნება ახალი მუსიკალური პროექტი, რომელსაც რუსთავი2-ის მაყურებელი ძალიან მალე იხილავს.

„Rising Star”-ის ორიგინალური ვერსია პირველად ისრაელში გამოვიდა 2013 წელს. პროექტი ძალიან რეიტინგული აღმოჩნდა, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნებმა შოუს ნაციონალური ვერსიები შექმნეს. ამ დროისთვის „Rising Star”-ი ანალოგი პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, მათ შორისაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საბერძნეთი, ბრაზილია და სხვა, მალე კი მათ რიცხვს საქართველოც შეემატება. ყველაზე დიდი პოპულარობით პროექტი აშშ-ში სარგებლობდა.

პროექტში მონაწილე მომღერლების ბედი თავიდან ბოლომდე მაყურებელზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ისინი გადაწყვეტენ გავა თუ არა კონკურსანტი სცენეზე. შემსრულებელი ეკრანის მიღმა დგას, ჟიურის წევრები აუდიტორიასთან ერთად კი ეკრანის მეორე მხარეს. ჟურის წევრები და მაყურებელი კონკურსის მონაწილეს ხმას სიმღერის მიმდინარეობისას აძლევს. იმისათვის, რომ ამომავალმა ვარსკვლავმა შემდეგ ტურში გადასვლა შეძლოს, ამისთვის საჭიროა სიმღერის დროს ხმათა 70%-ზე მეტი დააგროვოს.

ახალი შოუ მისი წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ხმის მიცემა არა მესიჯებით არამედ სპეციალური მობილური აპლიკაციით ხდება. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და თან უფასოა.

„რუსთავი2’-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას მეგა შოუებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს:

„გუშინდელ დღე ნიჭიერზე და იქსფაქტორზე ბევრად უკეთესს ვაკეთებთ. და არა მარტო "ამომავალ ვარსკვლავს"- დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.

ახალი მეგაშოუების წარმატებაში დარწმუნებულია “რუსთავი 2”-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი დავით იმედაშვილიც.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42